დუდუ დადიანის სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალში “დელტა” ” შსს აკადემია ტიტებს” დაუპირისპირდება
დუდუ დადიანის სახელობის მემორიალური ტურნირის მეორე ფინალისტი “შსს აკადემია ტიტებია”. ფინალი 22 ოქტომებრს 18:00 საათზე გაიმართება. პირველი ფინალისტი უკვე გუშინ გაირკვა, ” დელტამ” ვადაზე ადრე გაინაღდა ფინალის საგზური.
რაც შეეხება დღევანდელ თამაშებს. “თსუ ჰიუნდაიმ” “ბათუმი 2010” დაძაბულ შეხევდრაში ანგარიშით 78-74 დაამარცხა მეტოქე.
უფრო საინტერესო გამოდგა “მგზავრებისა” და “ოლიმპის” დაპირისპირება. ერთბაშად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად. “მგზავრებს” ფინალში გასვლისთვის ოლიმპის დამარცხება სჭირდებოდათ. თუმცა, შეხვედრა ოლიმპის გამარჯვებით ანგარიშით 85-84. “ოლიმპის” კაპიტანა, რევაზ როგავამ, 31 ქულას მოუყარა თავი და ამ მაჩვენებლით ორივე გუნდში საუკეთესო იყო. 20 ქულა მიითვალა აგრეთვე ოგდენმაც. მგზავრებიდან გამორჩეული იყო ადრიან ბოუი, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბოუიმ 22 ქულასთან ერთად 12 მოხსნა და 5 შედეგეანი გადაცემა მოაგროვა.
მეხუთე სათამაშო დღის მესამე შეხვედრაში ერთამენთს “შსს აკადემია ტიტები” და ” ქუთაისი” დაუპირისპირდნენ. მატჩს წინასაწრვე დიდი ინტრიგა ქონდა შეძენელი, რადგანაც წყვილში გამარჯვებული ფინალში გადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად იმერლები იყვნენ მიჩნეული შეხვედრა “შსს აკადემია ტიტების” სასარგებლოდ დასრულდა და თბილისელებმა 85-75 იმარჯვეს. მასპინძელთაგან საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე, რომელმაც 19 ქულასთან ერთად 6 მოხსნაც მოაგროვა.
ბოლო შეხვედრაში ერთამენთს თბილისი “დინამო” და “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. თბილისელებმა 104-77 იმარჯვეს. დინამოელებმა თავიდანვე მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა, რომელსაც თამაშის ბოლომდე წარმატებით ინარჩუნებდნენ და საბოლოოდ 27 ქულის სხვაობით იმარჯვეს. თბილისელებს ამერიკელმა ლეგიონერმა ჯორდან სვოპშირმა 18 ქულით ულიდერა, მთლიანობაში კი 7-მა დინამოელმა უწია 10-ქულიან ზღვარს. “რუსთავში” 21 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო რუდოლფ ჯოლი, ისააკ ბენქსმა კი თავი 14 ქულას მოუყარა.
ამჯერად, 2018 წლის დუდუ დადიანის სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალში ერთმანეთს “დელტა” და”შსს აკადემია ტიტები” დაუპირსიპორდებიან.
22 ოქტომბერი