დღეს საქართველოს თასის 1/4 ფინალში ქობულეთის “შუქურა” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების,  ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრა  გაიმართება ლანჩხუთში , რომელშიც ერთამენთს ქობულეთის “შუქურა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალში გასვლის უფლება “გაგრამ”, თბილისის “დინამომ” და “თელავმა” უკვე მოიპოვეს.

აღნიშნული შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საიტი Cup.gff.ge შემოგვთავაზებს.