ეროვნული ლიგის მესამე წრის შეჯამება l საუკეთესო ფეხბურთელი და სიმბოლური ნაკრები

 

ეროვნული ლიგის  გათამაშებას სამი წრის შემდეგ  კვლავ თბილისის “საბურთალო” 60 ქულით  ლიდერობს. გამოვლინდა მესამე წრის საუკთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი. საუკეთესო მწვრთნელად ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი კახაბერ ჩხეტიანი დასახელდა. “ტორპედომ” მესამე წრეში 5 თამაში მოიგო და 2 შეხვედრა კი ფრედ დაასრულა. ქუთაისელებმა მესამე წრეში  14 გოლი გატიანეს და მხოლოდ 2! ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. 6 შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა შეძლეს. იმერლებს 44 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზეა.

საუკეთესო ფეხბურთელი  საჩხერის ” ჩიხურას” თავდამსხმელი გიორგი გაბედავა გახდა. გიორგიმ მესამე წრეში 6 გოლი გატიანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. “ჩიხურა” 44 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო თერთმეტეული კი ასე გამოიყურება

ფოტო: eliga.ge