ვლადიმერ ვაისი: მინდა, ყველას მივულოცო ეს წარმატება, ეს საერთო გამარჯვებაა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი გამართა ლატვიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ და მეტოქე 3-0 დაამრცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა.

“რა თქმა უნდა, ვიცი, გახარებულია ქართველი ხალხი და ყველა გულშემატკივარი. მინდა, ყველას მივულოცო ეს წარმატება, ეს საერთო გამარჯვებაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო პირველი გავიდა პლეი-ოფში.

ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა მოიგო. ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის დღევანდელი მატჩი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და გაწეული სამუშაოს ნაყოფი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.

ჩვენ წინ გველოდება აგრეთვე მნიშვნელოვანი მატჩები, რომელშულიც უნდა დავაგროვოთ ქულები, რათა შევძლოთ რეიტინგში წინსვლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის და სამომავლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებზე განთესვისთვის.

მინდა აღვნიშნო გიორგი ჩაკვეტაძის ტალანტი და პროგრესი, ასეთი წინსვლა არასდროს მინახავს და არც მახსოვს. ის უნდა იყოს მაგალითი სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. თუ იქნება ათი ჩაკვეტაძე, ათი კანკავა და ათი კაშია, ძალიან მაგარ შედეგს მივაღწევთ.

დღევანდელი გამარჯვებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ შეხვედრაში, ყაზახეთთან თბილისში, სტადიონზე ანშლაგი იქნება”.