თორნიკე შენგელიამ სეზონი ფანტასტიურად დაიწყო

გუშინ სტარტი აიღო ესპანეთის საკალათბურთო “ACB”  ლიგის  რეგულარულმა სეზონმა.  თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” “სარაგოსას” უმასპინძლა და ანგარიშით 99-76 გაანადგურა მეტოქე.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია გახდა. თოკომ პარკეტზე 25 წუთი და 32 წამი დაჰყო და ჯამში  21 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი-34! გახლდათ, იგი ამ მაჩვენებლით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა  კალათბურთელმა მეთ ჯენინგმა კი 22 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

შემდეგ მატჩს “ბასკონია” 3 ოქტომბერს, სტუმრად,  “სან პაბლო ბურგოსის” წინააღმდეგ  გამართავს.