ლაშა ბექაური ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია
ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა და მეტოქე 35 წამში, იპონით, დაამარცხა. ლაშა ბექაურმა ერთი იაპონელი ძიუდოისტი დღეს უკვე დაამარცხა: 1/4 ფინალში მან კოსუკე მაშიამუსსძლია.
საქართველომ პირველი მედალი 18 ოქტომბერს მოიპოვა. კერძოდ, 60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ვიდეო: