მარტვილის “მერანმა” ამხანაგურ შეხვედრაში ფოთის “კოლხეთი” დაამარცხა
ზედიზედ მეორე საკონტროლო მატჩში იმარჯვა მარტვილის „მერანმა“. „სამტრედიასთან“ გამარჯვების შემდეგ, ჭყონდიდელებმა ეროვნული ლიგიდან ლიგა 2-ში დაქვეითებულ კიდევ ერთ გუნდს, ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლეს და ანალოგიური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს მეტოქე.
„მერანელებმა“ შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მეტოქეზე ზეწოლამ მალე გამოიღო შედეგი. მატჩის მე-10 წუთზე ფლანგიდან ბანძელაძის ზუსტი გადაცემით, „კოლხეთი 1913“-ის საჯარიმოში გაგა ჩხეტიანმა ისარგებლა, რომელმაც მეტოქე გუნდის მცველებს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავური დარტყმით დააწინაურა „მერანი“ – 1:0.
„მერანს“ უფრო სოლიდური ანგარიშითაც შეეძლო დაესრულებინა თამაში, რადგან მთელი მატჩის განმავლობაში არაერთი რეალური მომენტი შექმნეს მასპინძლებმა გოლის გატანის შემდეგ.
მეორე ნახევარში გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს, შეცვლაზე შესული დათა ციცხვაია იყო, რომლის დარტყმული ბურთი ფოთელთა კარის ხარიხამ მოიგერია.
საბოლოოდ, მატჩი მარტვილელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ლიგა 3 დაწყებამდე „მერანი“ კიდევ ორ საკონტროლო მატჩს გამართავს. 15 თებერვალს, გია გიგატაძის გუნდი საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ უმასპინძლებს, 20 თებერვალს კი ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდება.
7 თებერვალი. 15:00
მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“
საკონტროლო მატჩი
„მერანი“ (მარტვილი) – „კოლხეთი 1913“ (ფოთი) 1-0
გოლი: გაგა ჩხეტიანი (10’)
„მერანი“: ნონოსი, შალამბერიძე, ბიბილაშვილი ©, ბანძელაძე, გეგია, საღარეიშვილი, ჯეფინიო, როხვაძე, წულაია, საღრიშვილი, ჩხეტიანი,
სათადარიგო: ხვედელიძე, ხარაბაძე, გაბელია, თოლორდავა, გეგეჭკორი, ძარია, ლომთაძე, ციცხვაია.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
fcmerani.ge