ნიკოლოზ ბასილაშვილი ბეიჯინგის ტურნირის გამარჯვებულია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბეიჯინგის ATP 500-თა ტურნირის ფინალურ შეხვედრაში არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო ორ სეტში 6-4, 6-4 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.  ბასილაშვილი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს შანცის კი არ დაუტოვა და პირწმინდად დაამარცხა.