ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსი მოგებით დაიწყო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა Rolex Shanghai Masters-ის პირველი წრე წარმატებით გაიარა. მისი მეტოქე მსოფლიოს 29-ე ჩოგანი დენის შაპოვალოვი იყო. ნიკამ კანადელი ვუნდერკინდი და ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი 58 წუთში, ანგარიშით 6-2, 6-2 დაამარცხა. ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილი, მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, ალექსანდრე ზვერევი იქნება.
https://www.atpworldtour.com/en/scores/current/shanghai/5014/draws