ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში მიმდინარე ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ბეიჯინგში სტარტი აიღო ATP 500-თა ტურნირმა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავისი პირველი შეხვედრა გამართა და ამერიკელი ჯეკ სოკი დაძაბულ შეხვერაში 7-6 5-7 2-6 დაამარცხა.

ნიკას პირველი სეტის მოგებაც შეეძლო თუმცა ტაიბრეიკში 8-6  დამარცხდა. მეორე სეტიდან ქართველმა ჩოგბურთელმა შეცდომები გამოასწორა და მეტოქე 7-5 დაამარცხა. ამერიკელ ჩოგბურთელს ნელ-ნელა დაღლა დაეტყო და მესამე სეტი პირწმინდად დათმო, ანგარიშით 2-6.

ჯამში ნიკამ 12 ეისი მოაწოდა და  9 ორმაგი შეცდომაც დაუშვა

შემდეგ შეხვრდრას ბასილაშვილი 3 ოქტომბერს, გამოცდილი ესპანელი ჩოგბურთელის, ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგ გამართავს.