“ტორპედოსა” და “ლოკომოტივის” შეხვერდა გადაიდო
ეროვნული ლიგის 21-ე ტური, მსგავსად მე-20 და მე-19 ტურისა არასრულად ჩატარდება. ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “ლოკომოტივის” შეხვედრა გარკვეული დროით გადაიდო. მატჩი 20 აგვისტოს იყო ჩანიშნული.
23 აგვისტოს ქუთაისელები ევროპალიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას “ლუდოგორეცის” წინააღმდეგ გამართავენ. განმეორებითი შეხვედრა 30 აგვისტოსაა ჩანიშნული. ამრიგად “ტორპედოელებს” 1 კვირაში 3 შეხვედრის ჩატარება უწევდათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კვლავ დააკმაყოფილა იმერლების მოთხოვნა და შმატჩი დროებით გადადო.
“ქუთაისელებს” უკვე სამი გადადებული თამაში დაუგროვდათ.