გია ცეცაძე სამტრედიას ვეღარ გაწვრთნის
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელობის გამო, ფეხბურთის ფედერაციამ გიორგი ცეცაძეს “სამტრედიაში” მუშაობის გაგრძელების ნება ვეღარ დართო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” შორის შეთანხმების მიხედვით, გია ცეცაძეს გუნდში სანაკრებო პაუზის პერიოდში უნდა ემუშავა.
ჩვენი გუნდი ულოცავს გია ცეცაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ამხანაგურ მატჩში გამარჯვებას, მადლობას უხდის მას თანამშრომლობისთვის და უსურვებს კარიერილ წინსვლასა და წარმატებას.
წყარო: fcsamtredia.ge