გიორგი ჩაკვეტაძის დუბლით “გენმტა” “შარლეროი” დაამარცხა
ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში “გენტმა” საკუთარ კედლებში “შარლეროის” უპასპინძლა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
გიორგი ჩაკვეტაძემ მინდორზე 90 წუთი გაატარა და შეხვედრის 36-ე და 48-ე წუთებზე სტუმართა გუნდის კარი ორჯერ აიღო. ქართველი თინეიჯერი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
ამ მოგებით “გენტმა” 20 ქულას მოუყარა თავი და ბელგიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე იმყოფება, ლიდერ “გენკს” კი 9 ქულით ჩამორჩება.
ვიდეო მიმოხილვა: