დასანანი მარცხი ესპანეთთან
მადრიდში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში II დივიზიონის A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები მასპინძლებს დაუპირისპირდა. ანგარიში მხოლოდ მე-2 პერიოდში გაიხსნა, დორიან დონატმა გაიტანა შაიბა. მატჩის ბოლოსწინა წამზე, როცა საქართველოს ნაკრების კარში მეკარე აღარ იდგა, ქუიმ მურატეტმა გაიტანა – 2:0.
სამი ტურის შემდეგ 3-3 მოგება ხორვატიას და ესპანეთს აქვთ, საქართველო 2 გამარჯვებით მესამე პოზიციაზეა, ისლანდიას 1 გამარჯვება აქვს, ავსტრალიამ და ისრაელმა ჯერჯერობით, ყველა შეხვედრა დათმეს. 21 აპრილს საქართველოს ნაკრებს ხორვატიასთან ელის თამაში. შეგახსენებთ, რომ I დივიზიონის B ჯგუფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადადის, ბოლო ადგილოსანი კი II დივიზიონის B ჯგუფში ვარდება.