დინამო ბათუმი ქვიშის ფეხბურთის მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ათეულშია
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი დინამო ბათუმი 2018 წლის ვარსკვლავთა დაჯილდოების ცერემონიაზე, ყველა დროის საუკეთესო გუნდების ათეულში დასახელდა.
ქვიშის ფეხბურთის ვარსკვლავების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას წელს დუბაიმ უმასპინძლა. ამ მიღწევის გარდა დინამო ბათუმის ორ ფეხბურთელს ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციებში გამარჯვება ხვდათ წილად.
წარმოშობით ესპანელი ლორენცო გომესი, რომელიც დინამო ბათუმში ასპარეზობს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო ასევე დინამოს ფეხბურთელის – ედუ სუარესის გოლი 2018 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. წელს დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა.
წყარო: gff.ge