ერთა ლიგის პლეი-ოფში ნაკრები ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება

20 ნოემბერს, ნიონში, უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. 

მარტის პლეი-ოფის მატჩებში საქართველოს ნაკრები B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. B/C ლიგის პლეი-ოფში ჩვენი გუნდის მეტოქე ფარერის კუნძულების ნაკრები იქნება. 

პირველ შეხვედრა ფარერის კუნძულებზე 27 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩს საქართველო 30 მარტს უმასპინძლებს. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში B ლიგაში იასპარეზებს. 

რამაზ სვანაძე (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “თანამედროვე ფეხბურთში ყველა მეტოქე დასაფასებელია. ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა, ჩვენი მიზანი უცვლელია – კვლავ B დივიზიონში თამაში. ამისთვის კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, თავად ვიყოთ სათანადო მდგომარეობაში და შესაბამისად მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ პლეი ოფის რთულ თამაშებს”. 

წყარო: nakrebi.ge