ეროვნული ნაკრები ყაზახეთთან გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ანდორადან დაბრუნების შემდეგ თბილისში პირველი ვარჯიში გამართა. ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა.

ბაჩანა არაბულმა და გიორგი ჩაკვეტაძემ ინდივიდუალურად ივარჯიშეს. საწვრთნელი პროცესის დროს მიღებული ტრავმის გამო, შესაძლოა, მომდევნო შეხვედრა ოთარ კიტეიშვილმა გამოტოვეს. უკვე ცნობილია,რომ ანდორასთან სათამაშო ეპიზოდში მიღებული ტრავმის გამო გიორგი ნავალოვსკი ყაზახეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ეტაპისთვის საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან მატჩისთვის მზადებას 22 ფეხბურთელით განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყაზახეთთან მატჩამდე, ბოლო ვარჯიშს 18 ნოემბერს, კვლავ ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე გამართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები

გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები

ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. „დინამო არენაზე“ დაგეგმილი მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტადიონის სალაროებში და ონლაინ რეჟიმში WWW.TKT.GE– ზე.

წყარო: gff.ge