ეროვნული ნაკრები ცენტრფორვარდის გარეშე დარჩა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს ხვალ ლატვიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს, თბილისის ზღვაზე წინასამატჩო ვარჯიში გაიმართა და ეროვნული ნაკრების წამყვანმა ცენტრფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ კოჭი დაიზიანა (სავარაუდოდ მოიტეხა კიდეც).
გიორგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და წინასწარ რა დრო გაუცდება ქართველ შემტევს უცნობია.
შეგახსენებთ რომ მატჩი ხვალ 20 საათზე დაიწყება.