ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან

26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო ამავე დღეს, მეზობელ ჩრდილოეთ მაკედონიაში ქართველი მსაჯები ევრობასკეტ 2029-ის წინასაკვალიფიკაციო მატჩს მოემსახურებიან. მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური ფიბა-ს გამოცდილი არბიტრები არიან, რომლებსაც სხვადასხვა ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრების შეხვედრებში მსაჯობის დიდი პრაქტიკა აქვთ, თუმცა ამჯერად მათი გზები სკოპიეში გადაიკვეთება. ჩრდილოეთ მაკედონია კვიპროსს მასპინძლობს და მატჩის სამი არბიტრიდან ორი ქართველი იქნება.

თვაურსა და ვართანოვს ტანდემში უთვალავჯერ უმსაჯიათ საქართველოს სუპერლიგის მატჩებში და არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს ევროსაკლუბო ტურნირებშიც, ახლა კი ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებაზე მოუწევთ მოედნის ზონების გაყოფა.

წყარო: gbf.ge