ვერცხლის ჯილდო უეფასგან – პრიზი ფეხბურთის მასობრიობის ზრდაში შეტანილი წვლილისთვის

ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და მასში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისთვის,  უეფამ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამოარჩია და ვერცხლის ჯილდო გადასცა.

მოყვარულთა ლიგა – სწორედ ამ პროექტმა მოიპოვა საუკეთესო მეორე ადგილი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან.

ვერცხლის ჯილდო, რომელიც საქართველოს წელს პირველად, სწორედ მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში გადაეცემა,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან UEFA-ს ერთერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა.