“ვიტ ჯორჯიამ” ამხანაგურები დაგეგმა

ეროვნული ლიგა ორის მეორე ეტაპის დაწყებამდე ვიტ ჯორჯიელები ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. ვეტერინარები 21 ივლისს გორში, საფეხბურთო კლუბ დილასთან ისპარინგებენ, რომელიც თავის მხრივ ეროვნულ ლიგა ერთში მესამე საფეხურზე იმყოფება. კიდევ ერთ სპარინგს ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები 27 ივლისს, მცხეთა პარკზე გამართავენ, ჩვენი გუნდი ლიგა სამის წარმომადგენელს, გორს უმასპინძლებს, რომელიც ოც გუნდიან გათამაშებაში მეექვსე საფეხურზე იმყოფება.

წყარო: witgeorgia.ge