ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კლუბი თბილისის დინამო შეიძინა

საკალათბურთო კლუბი თბილისის “დინამო”  ზაზა ფაჩულიამ და შიო ხეცურიანმა შეიძინეს. დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კლუბის მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს  გუნდის ახალი ხელმძღვანელობა შეხვდა.

შიო ხეცურიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ვიმედოვნებ,  რომ ერთი ოჯახი ვიქნებით და ერთად მივაღწევთ წარამატებებს. სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებს სრული ნდობა აქვთ. ჩვენ, მაქსიმალურად ვეცდებით, ღირსეულად გამოვიდეთ ყველა ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობას მივიღებთ.”