თბილისის “დინამომ” “სამტრედიას” გადაუარა
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრა გაიმართა ზესტაფონში, სადაც ერთმანეთს “სამტრედია” და “დინამო” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 8-1 დასრულდა.
მიმდინარე გათამაშებაში აღნიშნული სხვაობა სარეკორდოა. სამტრედიელების რბევა აკაკი შულაიამ დაიწყო. შეხვედრის 20-ე წუთზე მცველების შეცდომის ისარგებლა და თბილისელები დააწინაურა. 33-ე წუთზე გუჯა რუხაიას პასით მათე ვაწაძემაც გაიტანა თქვისი გოლი. ტაიმის მიწურულს გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და პირველი ნახევარი “დინამოს” სასარგებლოდ 3-1 დასრულდა.
მეორე ტაიმიც პირველის მსგავსი სცენარით დაიწყო. კახა კაჭარავას შეგირდებმა მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტიეს და 48-ე წუთზე ლაშა თოთაძის დარტყმული მასპინძელთა მეკარისთვის აუღებელი აღმოჩნდა. 61-ე წუთზე კვლავ აკაკი შულაიას ჯერი დადგა. დინამოელთა 11-მა ნომერმა ბუდუ ზივზივაძიც პასით ისარგებლა და თბილისელები 5-1 დააწინაურა.
კახა კაჭარავამ 66-ე წუთზე აკაკი შულაიას ნაცვლად მინდორზე გიორგი ივანიშვილი შემოიყვანა და შემოსვლიდან 5 წუთში მეტოქის კარის აღებაც მოახერხა. თუმცა, ივანიშვილის გოლამდე ბუდუ ზივზივაძემ მე-6 გოლი გაუტანა იმერლებს. მატჩის 88-ე წუთზე ბუდუმ ივანიშვილს გაატანინა და მატჩის საბოლოო ანგარიში 8-1 დააფქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ “დინამოს” 62 ქულა მოუგროვდა და ეროვნული ლიგის გათამაშებაში მეორე პოზიციას იკავებს. სამტრედია კი 18 ქულით, ბოლოს წინა, მე-9 ადგილზეა “გამაგრებული”.