თორნიკე შენგელიამ სეზონი ფანტასტიურად დაიწყო
გუშინ სტარტი აიღო ესპანეთის საკალათბურთო “ACB” ლიგის რეგულარულმა სეზონმა. თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” “სარაგოსას” უმასპინძლა და ანგარიშით 99-76 გაანადგურა მეტოქე.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია გახდა. თოკომ პარკეტზე 25 წუთი და 32 წამი დაჰყო და ჯამში 21 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი-34! გახლდათ, იგი ამ მაჩვენებლით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეთ ჯენინგმა კი 22 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
შემდეგ მატჩს “ბასკონია” 3 ოქტომბერს, სტუმრად, “სან პაბლო ბურგოსის” წინააღმდეგ გამართავს.