თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” “ბარსელონა” დაამარცხა

 

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი, ერთამენთს “ბარსელონა” და “ბასკონია” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 76-79 დასრულდა. როგორც მოგეხსენებათ “ბასკონიას” ღირსებას ეროვნული ნაკრების ორი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია და მეთ ჯენინგი იცავენ. თორნიკემ პარკეტზე 14 წუთი და 52 წამი გაატარა და ჯამში 7 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი, მეთ ჯენინგმა კი 26 წუთსა და 40 წამში 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

ფინალურ მატჩში “ბასკონია” მადრიდის “რეალსა” და “ობრაიდოიროს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.