თორნიკე შენგელიას 13 ქულა და იოლი გამარჯვება “დარუშაფაკასთან”
თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”, რომელმაც ევროლიგა გამარჯვებით დაიწყო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 3 მატჩი წააგო, მეორე გამარჯვებას მიაღწია. ბასკონიელებმა თურქულ “დარუშაფაკას” უმასპინძლეს და 82:56 გაანადგურეს.
ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:34 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა მოედანზე 18:56 წუთი გაატარა და 8 ქულა (4-დან 2 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი), 1 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკ-შოტი მოაგროვა.
“ბასკონია” 2 მოგებითა და 3 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე დამკვიდრდა, მომდევნო შეხვედრას კი, 9 ნოემბერს, შინ, სტამბულის “ფენერბაჰჩესთან” ჩაატარებს.
წყარო: gbf.ge