ლანჩხუთის გურია ეროვნულ ჩემპიონატებისა და თასის ისტორიაში მეათასე მატჩს გამართავს

ეროვნული ლიგა 3-ის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება ლანჩხუთში, სადაც ადგილობრივი “გურია” ბორჯომის “ბორჯომს” დაუპირპისპირდება. აღნიშნული შეხვედრა გურულებისთვის  მეათასე იქნება მას შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის გზას დაადგა. უკვე ჩატარებულ ჩემპიონატისა და თასის 999 შეხვედრაში “გურიამ”  მოიგო 404, ფრედ დაასრულა 169, ხოლო წააგო 426 მატჩი. ბურთების შეფარდება 1472-1602-ზეა.
პირველი მატჩი გურულებმა ეროვნულ ჩემპიონატებში 1990 წლის 31 მარტს, ლანჩხუთში გორის „დილასთან“ გამართეს და 1:0 დაამარცხეს მეტოქე.

ფოტო: fcguria.ge