ლოკომოტივის შემადგენლობაში ამერიკელი ფეხბურთელი ისინჯება
თბილისის ლოკომოტივი ამხანაგურ მატჩში, ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა. 7 სექტემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი,ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 4-1 წააგო.
ანგარიში სტუმრებმა 27-ე წუთზე გახსნეს. ვიტ ჯორჯიას მეკარე ჯონი შეროზიამ თერთმეტმეტრიანი დარტმა ზუსტად შეასრულა.
41-ე წუთზე ლოკომოტივმა წონასწორობა აღადგინა. გოლი 33 წლის შემტევმა, რემი ვილიან ჯონმა გაიტანა. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამერიკელი ფეხბურთელი ლოკომოტივში ვარჯიშობს.
51-ე და 55-ე წუთზე, სტუმართა შემტევმა ბექა კაკუშაძემ დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო შედეგი 89-ე წუთზე გიორგი კურმაშვილმა დააფიქსირა.
წყარო: fcloco.ge