მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი სან ანტონიოში – 13 ქულა, 11 მოხსნა

სანდრო მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი სან ანტონიოში. ტეხასური გუნდის 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ოკლენდში, გლდენ სტეიტის წინააღმდეგ 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. გუნდთან, რომელშიც ზაზა ფაჩულია სამჯერ გახდა ნბა-ს ჩემპიონი, მამუკელაშვილმა გამორჩეულად ითამაშა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მასპინძელმა გოლდენ სტეიტმა გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვა – 130:115.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:13 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 10-დნ 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. სანდრომ ფარზე მაგრად ითამაშა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი ბურთი მოხსნა. მის ანგარიშზე ჯამში 13 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. სანანტონიოელთაგან ყველაზე მეტი – 22 ქულა კელდონ ჯონსონმა ჩააგდო. გოლდენ სტეიტში 33 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი.

მომდევნო მატჩს სან ანტონიო 2 აპრილს, საკრამენტოში, კინგსთან გამართავს.