მარტვილის “მერანი” მესამე წრისთვის აქტიურად ემზადება
„მერანი“ მესამე წრისთვის მზადებას განაგრძობს!
მარტვილის „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის განახლებამდე აქტიურად ემზადება.
ანატოლი პისკოვეცის შეგირდებს ორჯერადი ვარჯიშები აქვთ და სელექციის პარალელურად, ძირითადი აქცენტი ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე კეთდება.
17 ივლისს, „მერანი“ საკონტროლო მატჩს გამართავს მარტვილში. „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე „მერანელები“ ფოთის „კოლხეთი 1913“ უმასპინძლებენ.
P.S. აქვე გაგაცნობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებმაც „მერანთან“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს თანამშრომლობა. ვაჟა ლომაშვილი, ვაჟა მათიაშვილი, ნიკა მგელაძე, დავით ბოლქვაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, შალვა ბურჯანაძე და სერგო კუხიანიძე. საფეხბურთო კლუბი მარტვილის „მერანი“ მადლობას უხდის თითოეულ ფეხბურთელს ჩვენს გუნდში გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს საფეხბურთო კარიერაში.
წყარო: fcmerani.ge