ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფერნანდო ვერდასკოც დაამარცხა
ბეიჯინგში მიმდინარე ATP 500-თა ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა კიდევ ერთი მოგება მოიპოვა. ამჯერად ნიკამ გამოცდილი ესპანელი ჩოგბურთელი ფერნანდო ვერდასკო ორ სეტში 7:6 6:4 დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით მხოლოდ 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და პირველ ჩაწოდება 70% შეასრულა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ მოგებით მეოთხედფინალში გავიდა.მისი მომავალი მეტოქე ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა. ნიკა ჯაზირსა და ზვერევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.