“სამტრედია” ორმა ფეხბურთელმა დატოვა

საფეხბურთო კლუბი “სამტრედიას” რიგები კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის ოფიციალურ განცხადებას კი უცვლელად გთავაზობთ.

“ვაკო ბაჩიაშვილი და ნიკოლოზ ხაჩიძე “სამტრედიას” ღირსებას აღარ დაიცავენ

შეგახსენებთ, რომ მცველი ვაკო ბაჩიაშვილი და თავდამსხმელი ნიკოლოზ ხაჩიძე ჩვენი გუნდის რიგებს იანვარში შემოუერთდნენ.

ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ფეხბურთელებს, ვუსურვებთ კარიერულ წინსვლასა და წარმატებებს.”