საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლიეტუვას დაუზავდა
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი გამართა ლიეტუვის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ანგარიშით 0-0 დასრულდა. გია ცეცაძის გუნდი 9 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, ლიეტუვა კი- 4 ქულით ბოლო, მე-6 ადგილზეა “გამაგრებული”.
ახალგაზრდული ნაკრები მორიგ მატჩს 11 სექტემბერს გამართავს – ქართველები მალტას უკვე ამხანაგურად გაეჯიბრებიან.
ლიეტუვა: კრაპიკასი, სადაუსკასი, შვეიკაუსასი, სილკატისი (დომბრაუსკისი 68), ლევშინასი, შიმკუსი, მატელივიჩიუსი, ვირკშასი, იანკაუსკასი (მილაშიუსი 87), ანტანავიჩიუსი, ბანიულისი (გიზასი 78)
საქართველო: გუგეშაშვილი, კობოური, ქანთარია, გიორგაძე, ზარანდია, შულაია (არველაძე 88), ხარაიშვილი, თევზაძე, ბერიძე (კოხრეიძე 71), მაჭარაშვილი (ნინუა 88), მიქელთაზე