საქართველოს თასისთვის გაგრა და დინამო ბათუმი იბრძოლებენ
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გაგრა და დინამო ბათუმი დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალურ ეტაპზე გაგრამ რუსთავი 2:1 დაამარცხა, ბათუმის დინამომ კი გორის დილას 3:1 სძლია.
განვლილი მატჩების შედეგების, სტატისტიკური მონაცემებისა და მატჩების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ხილვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
წყარო: gff.ge