საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას რეიტინგში ერთი საფეხურით წინ წაიწია
რამდენიმე საათის წინ ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩვენმა ნაკრებმა კი რეიტინგში ერთი საფეხბურით წინ წაიწია და ამჟამად 1265 ქულით 92-ე ადგილზე იმყოფება.
საერთო რეიტინგს 1773 ქულით ბელგია ლიდერობს. მეორე პოზიციაზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრებია. მესამე ადგილს კი ბრაზილია იკავებს.
1(1). ბელგია – 1733
2(1). საფრანგეთი – 1732
3(3). ბრაზილია – 1669
4(4). ხორვატია – 1635
5(6). ინგლისი – 1619
6(5). ურუგვაი – 1617
7(7). პორტუგალია- 1618
8(8). შვეიცარია – 1598
9(9). ესპანეთი – 1594
10(10). დანია – 1584