საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირი მოგებით დაიწყო

 

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლატვიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი მოლდოვას დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 6:2 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. ჩვენი გუნდიდან ჰეთ-ტრიკი ფუმასამ შეასრულა, მეტოქის კარი ორჯერ სიმი საიოტიმ აიღო, ერთი გოლი კი, საქართველოს ნაკრების მეკარის, ზვიად კუპატაძის ანგარიშზეა.

ტურნირის პირველ შეხვედრაში მოლდოვას ნაკრებმა ლატვია მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

მოლდოვა – საქართველო 2:6

საქართველო: კუპატაძე, კაკაბაძე, თოფურია, თოდუა, კურტანიძე

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, ჯამბურია, ჭანუყვაძე, ქურდაძე, რონინო, ჯვარაშვილი, თალესი, სებისკვერაძე, ფუმასა, სიმი საიოტი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

გოლები: 0:1 სიმი საიოტი (11:07), 0:2 ფუმასა (16:02), 1:2 (28:28), 1:3 ფუმასა (28:48), 2:3 (31:46), 2:4 ფუმასა (31:58), 2:5 სიმი საიოტი (33:53), 2:6 კუპატაძე (36:48)

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ანატოლი პონომარიოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრას 30 ოქტომბერს, მასპინძელი ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთს ფედერაცია შემოგთავაზებთ.

gff.ge