საქართველოს ხელბურთის 18 წლამდელთა ნაკრებმა ბელორუსის ნაკრები დაამარცხა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატი ხელბურთში. დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდა. ჩვენმა ჭაბუკებმა სენსაციურად 32-24  იმარჯვეს.

თამაში ჩვენი ნაკრებისთვის არც თუ ისე  კარგად დაიწყო. საწყის წუთებში ქართველებმა 3 ბურთი  მიიღეს თუმცა, სხვაობა მალე აღმოფხვრეს და მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ.  პირველი ნახევარი ქართველი ჭაბუკების სასარგებლოდ, 14-10  დასრულდა.

მატჩის და ტურნირის საუკეთესო თამაში ჩაატარა ჩვენი გუნდის კაპიტანმა გიორგი ცხოვრებაძემ. მან მეტოქეს 20 გოლი გაუტანა და ბომბარდირების სათავეში მოექცა.

ქართველებმა ამ გამარჯვებით 3 ქულას მოუყარეს თავი და ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიომატის “ბ” ჯგუფის ლიდერები გახდნენ.

ფოტო: geohandball.ge