საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლატვიის ეროვნული ნაკრები დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩი ლატვიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ქართველმა გოგოებმა მეტოქე 2-0 დაამარცხეს. გოლები ნათელა წოწერიამ და ნათია დანელიამ გაიტანეს.

3 ტურის შემდეგ ქართველმა 17-წლამდელებმა 4 ქულა მოაგროვეს და ისტორიაში პირველად ელიტ-რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვთ.