“სიონმა” “სამტრედია” გაანადგურა
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის პირველი მატჩი გაიმართა თბილისში, “მიხეილ მესხის” სახელობის სათადარიგო სტადიონზე. ერთმანეთს ” სამტრედია” და “სიონი” დაუპირიპირდნენ. მატჩი ბოლნისელების გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა.
“სიონის” ფეხბურთელებმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და შეხვედრის მე-12 წუთზე ვილი ისიანის პასით დავით კირკიტაძემ თავისი ყოფილი გუნდის კარში პირველი ბურთი გაიტანა.
გოლიდან 4 წუთში კირკიტაძემ მეტოქის საჯარიმოში ტექკიკურად ითამაშა, და დუბლიც გაიფორმა.
32-ე წუთზე ბოლნისელებმა მესამე გოლი გაიტანეს. დავით კირკიტაძის პასი ბიძინა მახარობლიძემ ისარგებლა და მეტოქის კარიც დალაშქრა.
შეხვედრის 74-ე წუთზე ლევან ხმალაძის პასით დავით კირკიტაძემ კვლავ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 4-0 ბოლნისელთა სასარგებლოდ.
ამ გამარჯვებით “სიონის” ფეხბურთელებმა 16 ქულას მოუყარეს თავი და ცრილის მე-8 საფეხბურზე იმყოფებიან, “სამტრედია” კი- 9 ქულით მე-9 ადგილზეა “გამაგრებული”.
ფოტო: fb/sioni