საფეხბურთო კლუბმა რუსთავის “რუსთავმა” ვარჯიში განაახლა

 საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” ვარჯიში განაახლა

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა”, პირველად, დღეს მარტყოფში ივარჯიშა. გუნდს მარტვილის “მერანში” იჯარის წესით განათხოვრებული ირაკლი კლიმიაშვილიც დაუბრუნდა.

ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ფეხბურთელთან, რომელთა შესახებაც ინფორმაციას, მოგვიანებით გაგაცნობთ.

14 ივლისიდან “რუსთავი” 8–დღიან შეკრებას სწორედ მარტყოფში, რაგბის ბაზაზე გაივლის. დაგეგმილია ორი ამხანაგური მატჩიც. 21 ივლისს “ცხინვალთან”, 26 ივლისს
“შევარდენი 1906–თან”. ამხანაგური შეხვედრების დაწყების ზუსტ დროს, მიმდინარე დღეებში გაგაცნობთ.

წყარო: FB/RustaviFC/