“ტორპედოსა” და “ლუდოგორეცს” შორის მატჩი “სილქ უნივერსალის” ეთერში გავა
“ტორპედომ”, როგორც მასპინძელმა კლუბმა, “ლუდოგორეცთან” მატჩის ტრანსლაციის უფლებები “სილქ უნივერსალს” გადასცა.
ჩვენთვის პრიორიტეტად იქცა ის, რომ აღნიშნულმა ტელეკომპანიამ ბულგარულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით, განმეორებითი მატჩიც “სილქ უნივერსალის” ეთერში გავა, კლუბისთვის კი მნიშვნელოვანია, გულშემატკივარმა ორივე მატჩს უყუროს.
შესაბამისად, 23 აგვისტოს, 20:00 საათზე, ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩი “ტორპედოსა” და “ლუდოგორეცს” შორის “სილქ უნივერსალის” ეთერში გავა,რომელიც მთელ საქართველოში მაუწყებლობს. კომენტატორები ლუკა ხოჯავა და გიორგი პავლიაშვილი იქნებიან.
წყარო: fctorpedo.ge