ფოთის “კოლხეთი” ისევ უმწვრთნელოდ დარჩა
ცნობილი გახდა რომ ფოთის ,,კოლხეთი 1913”-ის გუნდში მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილის მოწვევამ რიგი მიზეზების გამო გულშემატკივართა დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია რის შემდეგადაც ქომაგთა და გუნდის ხელმძღვანელობის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მან თანამდებობა დატოვა.
დღეს ფოთელები, რომლებთაც ტესტმატჩში ნუგზარ თვარაძე უხელმძღვანელებს, ,,გაგრას” გუნდს ლანჩხუთში გაეჯიბრებიან. მატჩი 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. აღნიშნული განცხადება ფოთის “კოლხეთის” პრესსამსახურმა გაავრცელა.