ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრე 15 ივლისს განახლდება

თითქმის 2 თვიანი შესვენების შემდეგ ქალთა უმაღლესი
ლიგა დღეს განახლდება. ტურის ცენტრალური მატჩი საგურამოში გაიმართება, ერთამენთს თბილისის “თბილისი” და ქსკ “ლანჩხუთი” დაუპირისპირდებიან. ამ წუთისთვის თბილისელებს 17 ქულა აქვთ და ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფებიან, რაც შეეხება ლანჩხუთელებს, 20 ქულით  მე-3 ადგილზე  არიან მოკალათებულები.აღნიშნული შეხვედრე 17:30 დაიწყება. თუმცა, არანაკლედ საინტერესო მატჩია ქუთაისში. ადგილობრივი “მართვე” ბათუმის “დინამოს” ,რამაზ შენგელიას სახელეობის სტადიონზე, უმპასინძლებს. თამაში 16:00-ზეა ჩანიშნული. რაც შეეხება ტურის სხვა თამაშებს, ხაშურის “ივერია” ხობის “კოლხეთს” უპასპინძლებს, გორი “იუნაიტედი” “ნორჩ დინამოს ” დაუპირისპირდება,  ქსკ “ჩხოროწყუ” კი ქსკ   ” ნიკეს” შეხვდება. ყველა თამაში 17:30 წუთზე დაიწყება.