ქართველი 17-წლამდელები რუსეთთან განადგურდნენ

საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩი რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ზინააღმდეგ გამართა. ზვიად ჯელაძის გუნდი 7-1 დამარცხდა. რუსებმა პირველივე წუთზე დალაშქრეს ქართველთა კარი. 22-ე წუთზე დანილ შამაკინმა მეორე ბურთიც გაგვიტანა. მიუხედავად ორი გატანილი გოლისა რუსი ფეხბურთელები შეტევებს განაგრძობდნენ და ტაიმის მიწურულს  კირილ სჩეტინინმა მესამედ აიღო ქართვეთა კარი და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.

ზვიად ჯელაძემ შესვენაბზე 3 ახალი ფეხბურთელი შემოიყვანა მოედანზე თუმცა სათამაშო სურათი არც ამის შემდეგ შეცვლილა. სჩეტინინმა და კრატკოვმა კიდევ 2 ბურთი გაიტანეს ქართველების კარში. შეხვედრის 73-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. თუმცა, დარჩენილ დროში რუსებმა კიდევ ორი გოლი გაგვიტანეს და საბოლოო ანგარიში 7-1 დააფიქსირეს.

ამ წაგების შემდეგ ქართველი ახალგაზრდები 0 ქულით მე-6  ჯგუფში ბოლო, მე-4  ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ შეხვედრას კი 30 ოქტომბერს ესტონეთის 17-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.