ქუთაისის “ტორპედომ” “შერიფი” დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე. “ტორპედო” მოლდოვის ჩემპიონს, ტირასპოლის “შეირიფს”, დაუპირსპირდა და მატჩი ქუთაისელების სასარგებლოდ 2-1 დასრულდა.
თამაში ქუთაისელებისთვის არც თუ ისე კარგად დაიწყო. მე-14 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. თავი სტუმართა ფორვარდმა, ზიგი ბადიბანგამ აიღო. თუმცა “ტორპედოელებმა” ძელები მოიკრიბეს და ანგარიში მალევე გაათანაბრეს, მასპინძელთაგან თავი გიორგი ქიმაძემ გამოიჩინა. პირველი ტაიმი ანგრიშით 1-1 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ქუთაისელებმა შეუტიეს და 63-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს. გიორგი კუხიანიძეს პენალტის რეალიზება არ გასჭირვებია და “ტორპედო” 2-1 დააწინაურა. დარჩენილი დროის განმავლობაში ორივე გუნდის კართან არაერთი სახუფათო მომენტი შეიქმნა თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და “ტორპედოელებმა” 2-1 იმარჯვეს.
განმეორებითი შეხვედრა ტირასპოლში 18 ივლისს გაიმართება.
ფოტო: fctorpedo.ge