“შევარდენმა” “მერანი” ბოლო წუთზე გატეხა

ეროვნული ლიგა 2 -ის  XXIII ტურში შევარდენი 1906 – მა  მარტვილის მერანი მიიღო და 2-1 დაამარცხა. შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყო.

ანგარიში 44 წუთზე  ალექსანდრე კვახაძის გადაცემის შემდეგ ფილიპე პაიმმა გახსნა . მეორე ტაიმში სტუმართა  14 -მა ნომერმა წონასწორობა აღადგინა,  ხოლო  მატჩის ბოლო დამატებით წუთზე , შეცვლაზე შემოსულმა ზვიად ქანთარიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. “იუნკერებს” დისკვალიფიკაციის გამო ვაჟა ნემსაძე და ვაჟა ლომაშვილი ვერ ეხმარებოდნენ.  გელა სანაიას გუნდი 23 ტურის შემდეგ  მეექვსე ადგილზეა და უახლოეს მდევარ მარტვილის მერანს  ხუთი ქულით უსწრებს .

 

წყარო: shevardeni1906.ge