” ჩიხურა” “მარიბორს” დაუპირისპირდება

26 ივლისს, საჩხერის “ჩიხურა”  ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს და “მარიბორს” დაუპირისპირდება.

წინასამტჩო პრესკონფერენციაზე საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა , სოსო ფრუიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვნახეთ მათი რამდენიმე მატჩი, ყველაფერს დავაკვირდით. ფედერაციის პროგრამა ვაისკაუტი დაგვეხმარა მათი თამაშის სწავლაში. ბეითარზე ბევრად ორგანიზებული და ძლიერი გუნდია. გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ასევე, ახალგაზრდა სწრაფი შემტევებიც. იმედი მაქვს, ჩვენი ტაქტიკა გამოგვადგება მათ წინააღმდეგ.”ბევრი შემსრულებელი ჰყავს, ვიდრე ბეითარს. ორი მიმართულება აქვთ თამაშის: ფლანგებიდან შემტევების ჩართულობა, ასევე ნახევარმცველები ხშირად ცვლიან შეტევების ფლანგებს. მრავალფეროვნება აქვთ თავდასხმაში და ამის საშუალებას გუნდის სწრაფი ფეხბურთელები აძლევენ.პირველი ეტაპის გავლის შემდეგ გულშემატკივარში არის აჟიოტაჟი. ვფიქრობ, ამ დროს ერთიანდება ქართველი ხალხი და გასული წლებიდან მახსოვს, ჩვენს თამაშებზე ბევრი ხალხი მოვიდა. ამიტომ, ველოდებით ბევრ ქომაგს”.-განაცხადა სოსო ფრუიძემ.

აგრეთვე კომენტარი გააკეთა “მარიბორის” მთავარმა მწვრთვნელმა დარკო მილანიჩმა.

“იქედან გამომდინარე, რომ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშია, ჩვენ გვსურს და კონცენტრირებული ვართ გამარჯვებაზე. ვიცით, რომ ჩიხურა ძლიერი გუნდია და ვეცდებით, თამაში მოვიგოთ.”

“მარიბორს” ბოლო 24 შეხვედრაში მხოლოდ 1 თამაში აქვს წაგებული. უკანასკნელ შეხვედრში კი 5-0 იმარჯვეს. გუნდის ლიდერია 34 წლის მარკოს ტავარეში. ევროტურნირებზე მას 83 შეხვედრაში 27 გოლი აქვს გატანილი. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით ტავარეში საკუთარ გუნდს დააკლდება და ხვალინდელ   თამაშში  მონასწილეობას არ მიიღებს.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის, “ლოკომოტივის” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

ფოტო: fcchikhura.ge