17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
11 ნოემბერი – U17 | საქართველო V ავსტრია | რამაზ შენგელია | 16:00
17 ნოემბერი – U17 | საქართველო V ყაზახეთი | რამაზ შენგელია | 16:00
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი რაუნდის მატჩებს 11 და 17 ნოემბერს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ავსტრიის და ყაზახეთის 17-წლამდე ასაკობრივი გუნდების წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენი ასაკობრივი გუნდი, ხვალიდან მზადებას სფფ-ის ქუთაისის აკადემიის მოედანზე განაგრძობს, მანამდე კი მოახლოებული მატჩების შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – გიორგი ჩიტაურმა და გუნდის კაპიტანმა – ანდრია ფოცხვერიამ ისაუბრეს.
ქუთაისიდან ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube-ის არხი შემოგთავაზებთ.
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: შოთა მეტონიძე (ტორპედო ქუთაისი), ოთო გურიელი (დინამო თბილისი).
მცველები: ანდრია ფოცხვერია (ინტერი თბილისი), ნიკოლოზ კობზონაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ გოგუა (დინამო თბილისი), გიორგი აბულაძე (დინამო თბილისი), დემეტრე ჩხარტიშვილი (ინტერი თბილისი), საბა მეტონიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ლიპარტელიანი (ატლეტიკ სან ჟუსტი, ესპანეთი).
ნახევარმცველები: ანდრია ოჩიგავა (დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სამტრედია), დემეტრე ქურასბედიანი (დინამო თბილისი), ჯუმბერ დუმბაძე (გონიო), გიორგი მღებრიშვილი (ინტერი თბილისი), დიმიტრი ბიჩინაშვილი (დინამოვეცი, რუსეთი), გიორგი ღუნაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიქოვანი (ინტერი თბილისი), დავით მაჭარაშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გური კაკაბაძე (რუსთავი), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).
წყარო: nakrebi.ge