18-წლამდელებმა ნოემრბის შეკრება დაასრულეს

მატჩის გვერდი – საქართველო 1:2 ყაზახეთი 
მატჩის გვერდი – საქართველო 1:3 ყაზახეთი

საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 15 და 17 ნოემბერს, თბილისში ყაზახეთის 18-წლამდელთა წინააღმდეგ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. დავით პეტრიაშვილზე და მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩები მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. 

პირველ შეხვედრაში სხვაობის შემცირება ვასილ მაისურაძის გუნდიდან, ლევან მანჩხაშვილმა შეძლო, ხოლო დღევანდელ მატჩში ანგარიში ნიკოლოზ ხატოიანმა გახსნა. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, ასპარეზობას 2027 წლიდან 19-წლამდე ნაკრების ეგიდით განაგრძობს. 

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა 10 დეკმბერს გაიმართება, ხოლო ჯგუფის მატჩების ზუსტი თარიღიც (მარტი/ივნისი) დეკემბერში გახდება ცნობილი.

წყარო: nakrebi.ge