ბასილაშვილმა ბეიჯინგის ტურნირი მოგებით დაიწყო
ბეიჯინგში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა ტურნირმა. თავისი პირველი შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელ გუიდო პელას დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად, ორ სეტში 6-4; 7-6 დაამარცხა.
ნიკამ შეხვედრის განმავლობაში 7 ეისი მოაწოდა და მხოლოდ 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბასილაშილი შედმეგ ეტაპზე დუაშან ლაიოვიჩსა და სტეპან ციციპასს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი ბეიჯინგის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და შესაბამისად 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.